უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის სკრინინგის ანგარიშების დამტკიცებაზე უარით ის კვლავ დაბლოკა.

ამავდროულად, როგორც გამოცემა Kyiv Post-ი იუწყება, ბუდაპეშტმა მიანიშნა, რომ პოზიციას შეცვლის, თუ კიევი უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებების დასაცავად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ხუთშაბათს კულტურული დიპლომატიის კონფერენციის გახსნაზეც შეეხნენ, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა დასმულ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას“.

უკრაინაში უნგრული უმცირესობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენდა პირველი კლასტერის გახსნაზე უნგრეთის თანხმობის წინაპირობას. თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკრაინამ იკისრა, 2026 და 2027 წლებში არ განხორციელდება, კლასტერის იმპლემენტაცია ავტომატურად შეჩერდება.