რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.
„ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს ამ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და ეს ადამიანები ვალდებულები არიან ჩვენებები მისცენ და ამავდროულად ბოდიში მოუხადონ ამ ოჯახს, ვისაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს ამ ამორალური კამპანიის შედეგად“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები დაიწყო.