დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ არავის აქვს ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულ თვითმკვლელობას გამორიცხავს - საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის სუიციდის გამოძიებული საქმის გარშემო ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციონერების მიერ შექმნილ აჟიოტაჟს. საგამოძიებო უწყებამ საჯარო განცხადებების ავტორები გამოკითხა. ირკვევა, რომ ოპოზიციონერებმა საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.

საგამოძიებო უწყებამ ღარიბაშვილიც გამოკითხა. პროკურორის განმარტებით, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. გამოიკითხნენ ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილიც. ჯამში დაგეგმილია 10 ადამიანის გამოკითხვა. პროკურატურის განმარტებით, თვითმკვლელობის ფაქტი გამოძიებით უტყუარად არის დადასტურებული. თუმცა გაკეთებულმა განცხადებებმა, კონკრეტული ადამიანების საგამოძიებო უწყებაში დაბარების აუცილებლობა გააჩინა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორების მიზანი, ტრაგედიის გამოყენებით, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.