ირაკლი ჭეიშვილი: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის - მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, არის ყველაფერი სპეკულაცია

პროკურატურამ თქვა, თუ რაიმე დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით სხვა განცხადებები სპეკულაციაა.

„ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ ყველა დაიკითხა თავის დროზე - ეს იქნებოდა ნათესავი, ოჯახის წევრი, თუ ახლობელი და დადგინდა, რომ სამწუხაროდ, ამ ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამის შემდეგ ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის - მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, რომლებიც სხვადასხვა სპეკულაციურ განცხადებას აკეთებენ, ეს არის ყველაფერი სპეკულაცია. პროკურატურამ თქვა, თუ რაიმე დამატებითი გარემოებები გამოიკვეთება, აუცილებლად იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.