ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე მოქალაქე გოგა გორგოძის საქმე განიხილა. სამართალდამრღვევმა მოინანია ჩადენილი ქმედება და თქვა, რომ პროტესტი არასწორი ფორმით გამოხატა. სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

საქმის მასალების მიხედვით, გოგა გორგოძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაზე შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა.