ირაკლი ჭეიშვილი: ეს დღეები ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და სპეკულირებენ, თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი დადასტურდა
ეს დღეები ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ცდილობენ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, რომ თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი არ დადასტურდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რაიმე ახალი გარემოება, რომ ყოყილიყო ამას პროკურატურა იტყოდა.
„ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ, მასთან შემხებლობაში მყოფი ვინ იყო - ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები აბსოლუტურად ყველა დაკითხა თავის დროზე პროკურატურამ და დადგინდა, რომ ამ ადამიანმა სამწუხაროდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს დღეები ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ცდილობენ გამოიყენონ და როგორ ახდენენ სპეკულაციებს, რომ თითქოს ახალ გარემოებებს წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში. გამოკითხვის შედეგად არაფერი არ დადასტურდა. არ დადგინდა ახალი გარემოებები. რომ ყოფილიყო [ახალი გარემოებები], აუცილებლად იტყოდა პროკურატურა და ამაზე გააკეთებდა განცხადებას“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა ამის მიუხედავად არგუმენტების გარეშე, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს. უკვე დაკითხულია მათი წყარო ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე გუშინ გამოკითხა ნაწილი, ზოგიერთმა კი გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.