გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: უბრალოდ იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის - ჯერ მაგ ნაძირალამ ციხის კადრები დადგმული იყოო, საკუთარი ბოღმის გამო რომ იძახა, მაგისთვისაც ჰქონდა პასუხი მოსათხოვი თუნდაც იმ ბიჭებისგან, ვინც ის ჯოჯოხეთი გაიარა
თამაზ ელიზბარაშვილის პიროვნების შესახებ წერს ფეისბუკზე გიორგი ზერეკიძე, რომელიც შვილთან ელიზბარაშვილის კონფლიქტს იხსენებს. რაც შეეხება ინციდენტს, ზერეკიძის თქმით, რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარებულიყო.
„თამაზ ელიზბარაშვილი რომ არაკაცია იმ წუთიდან ვიცი, საკუთარ მცირეწლოვან შვილებს რომ აგინა არაფრის გამო და ეგ კადრები გამოდო ფეისბუქზე და სანამ ნახევარმა ფეისბუქმა არ გადაურბინა, არ წაშალა.
ახლაც იგივე მისი არაკაცობის გამოვლენასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის და პოლიცია რომ მივიდა ამბის გასარკვევად, პანიკები დადგა და ქალებს გადაეფარა. ისე, მე თუ მკითხავ, ჯერ მაგ ნაძირალამ ციხის კადრები დადგმული იყოო, საკუთარი ბოღმის გამო რომ იძახა, მაგისთვისაც ჰქონდა პასუხი მოსათხოვი თუნდაც იმ ბიჭებისგან, ვინც ის ჯოჯოხეთი გაიარა", - წერს ზერეკიძე.
ელიზბარაშვილთან მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა: „არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული“.
აღნიშნულ საქმეზე დეტალები და ვიდეომასალა პროკურატურამ გაასაჯაროვა.