რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე

რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე

ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე.

მისი თქმით, აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ისევ უცხო ძალების იმედად არის, კიდევ ძალიან დიდხანს იქნება უიმედო მდგომარეობაში.

„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ კეთილდღეობის გარანტი. წარმოიდგინეთ, რა ძალები იბრძვიან მის წინააღმდეგ, რომ ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ეს ადამიანი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე. რომ მისი საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთეს ხვალინდელ დღეს ისახავს მიზნად. ამიტომ ეს რადიკალური ჯგუფები და აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ისევ უცხო ძალების იმედად არის და თავად არაფრის შექმნის არც უნარი და არც არაფერი გააჩნიათ, კიდევ ძალიან დიდხანს იქნებიან უიმედო მდგომარეობაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.