თორნიკე ფაღავა ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები და მათი პატიმრობა არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სინდისზე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გუშინ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებს ეხება.
მისი თქმით, ეს ადამიანები და მათი პატიმრობა არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სინდისზე.
„ეს ახალგაზრდები ჯერ წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინაში, შემდეგ ჩაადენინეს უმძიმესი დანაშაულები, შემდეგ თვითონ სახლში კომფორტულად მოკალათებულები უყურებდნენ ამ პროცესებს. ახლა, როდესაც ეს ახალგაზრდები საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, ცდილობენ შეარცხვინონ და საჯაროდ დააბულინგონ იმისთვის, რომ პრეზიდენტის შეწყალება მოითხოვეს. მოხდა ახალგაზრდების ინსტრუმენტალიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მორალურ სახეს“, - აღნიშნავს ფაღავა.