ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ინაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ქვეყნის ყოფილი, ორგზის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გავითვალისწინოთ, რომ შს მინისტრი ფლობს ინფორმაციას, არის გარკვეული ამ სტრუქტურის საქმიანობაში, მეთოდოლოგიაში, საგამოძიებო საქმიანობის დეტალებს იცნობს და ასეთი კომპეტენციის პატიმარი დღეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილი, კონკრეტულ ეპიზოდს უსვამს ხაზს და ამას აკავშირებს ლაზარე ჯორბენაძის მკვლელობასთან.

როგორც წესი, მეუღლეები არ არიან ჩართული ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაძლოა, მეუღლეს არ ჰქონდა გააზრებული ინტერვიუს მნიშვნელობა, დატვირთვა, რა ინტერვიუც მისმა მეუღლემ ლაზარე ჯორბენაძემ მისცა ასავალ დასავალს.

ამ დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ“, - განაცხადა ინაშვილმა.

საქმეზე ნიკა გვარამია, ასევე გია ხუხაშვილი გუშინ გამოკითხნენ, ზოგიერთმა კი გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.

პროკურატურის განმარტებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი“.