საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ისრაელის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ისრაელის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიშელ ბუსკილასთან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებს, მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები.

განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.