რუსული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდნენ

რუსული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მორიგი ძალისხმევის ფარგლებში რუსეთში ჩავიდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, მომლაპარაკებლები მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ.

რუსული მედია წერს, რომ მათ აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

როგორც ცნობილია, დღეს კუშნერი და უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ხვალ, 6 სექტემბერს კი უკრაინაში მედიაციის ფარგლებში პირველად ჩავლენ.