სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

პროექტების მიზანია სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობების შექმნა.

სკოლების განახლება ხელს შეუწყობს რეგიონებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.