ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს
„გემოფესტის“ პირველი დღე ბათუმში ამერიკელმა ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალმა და კომპოზიტორმა ბიგ დადი ვილსონმა დახურა. გასტრონომიულ ფესტივალს, ზღვისპირა ქალაქში, მუსიკალურად დიჯეები და ბენდები აფორმებენ.
ძველ ბულვარში გასტრონომიული ფესტივალზე წარმოდგენილია 16 კომპანია, ღვინისა და ხემსის პავილიონები, დესერტების სივრცე, სამეწარმეო მარკეტები და ბარის ზონები. სტუმრები ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს ეცნობიან და ცნობილ, ასევე, იშვიათ აჭარულ კერძებს აგემოვნებენ.
„გემოფესტი" აჭარაში პირველად ტარდება.