თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ბანაკის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს.