ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს
ალექსანდარ ვუჩიჩი საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.
საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 25 ოქტომბერს არის დაგეგმილი.