„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

ფლორისტთა, ყვავილების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის ორგანიზებით, „ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა.

თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.