გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ.

„ეს მან იმისთვის თქვა, რომ ვიღაცისთვის ბოროტი ჭორის საფუძველი გამოიწვიოს და მთლიანობაში ეს არის გარკვეული სექტა, რომელიც ასეთ პროპაგანდას მიმართავს, ამ დროს ყველამ იცის, რომ ის სადისტური, ყაჩაღური, მეკობრული მეთოდი, რომელიც წილოსანების ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენეს, არ იყო ერთადერთი შემთხვევა. მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ. ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს ერთი მხრივ, მეორე მხრივ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული ჩადენილი არ აქვს და მესამე მხრივ საზოგადოებაში ამ ბინძურ ჭორს ავრცელებს, რომ იქნება ამ საკითხმა ამ რევოლუციური სცენარის საერთო ყულაბაში რაღაც ეფექტური ადგილი დაიკავოს. გვარამია რომ იყო ამ დიდი მექანიზმის სერიოზული ნაწილი (თუ არა წამმართველი) ეს ყველამ ვიცით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია ნინო წილოსანს ტელეეთერით დაემუქრა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე, აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.