ეგზიტპოლის მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს
საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დაიხურა.
ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო.
მეორე ადგილზე კი, 18.5 %-ით მმართველი სოციალ-დემოკრატიული კავშირია.
ეგზიტპოლის მიხედვით, 9.5%-ით მესამე ადგილი უკავია მემარცხენე პარტიას.
რაც შეეხება ოფიციალურ პირველად მონაცემებს, შუაღამიდან ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
83-მანდატიან ლანდტაგში მოსახვედრად სულ ექვსი პოლიტიკური ძალა იბრძვის, უმრავლესობისთვის 42 ადგილის მოპოვებაა საჭირო.