არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა
შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ასეთ ე.წ. ინფორმაციაზე, ე.წ. ინტერვიუზე ყოფილა ის სპეკულაციები, რომელიც საზოგადოებამ იხილა გუნდის ყოფილი ლიდერისგან.
„ასეთ ე.წ. ინფორმაციაზე, ე.წ. ინტერვიუზე ყოფილა თურმე ის სპეკულაციები, რომელიც სამწუხაროდ ვიხილეთ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრისგან, ყოფილი ლიდერისგან. აქ მთავარი კითხვა ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთო ამ კამპანიაში, თუ მის მიერ დაწყებული და მის მიერ პროვოცირებულ-დაორგანიზებული იყო ეს ყველაფერი, რომლის მიზანიც ერთი მხრივ საკუთარი თავის გადარჩენა, ხოლო მეორე მხრივ ხედავთ, თუ როგორ იყენებენ ამ სპეკულაციებს სხვადასხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი თუ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ადამიანები“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„იმედის კვირამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც ქმნის დეტალურ და ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით.