კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს

კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს

გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

მისივე განმარტებით, ღარიბაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსახურება.

„პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებით, პროფესიონალიზმით უძღება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.