გიორგი შარაშიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე და გარეთ გამოტანილ პროცესებს „ოცნება“ სათავისოდ იყენებს, ნებსით თუ უნებლიეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების საქმეს აკეთებს
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, ხელისუფლება დღეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას, ჩვენთვის როგორც „ოცნებაა“ კორუმპირებული, ასეა ოპოზიციის „ნაციონალური მოძრაობაც“, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მისი დანაყოფები კორუმპირებულები არიან, საკუთარი შიდა დაპირისპირება გარეთ გამოაქვთ, რაც ამ გარემოებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ერთი მხრივ, ლუსტრაციის პროცესია „ოცნებაში“, სადაც ვხედავთ, მოქმედი, თუ ყოფილი წევრები როგორ ასმენენ ერთმანეთს და ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ორივე ძალა ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ერთიც კორუმპირებულია და მეორეც. „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე და გარეთ გამოტანილ პროცესებს სათავისოდ იყენებს. ნებსით თუ უნებლიეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ საქმეს აკეთებს. ამას არანაირი კავშირი რეალურ ოპოზიციურ მოძრაობასთან არ აქვს“, – განაცხადა შარაშიძემ.
ავტორი - თეონა მანაგაძე