კრემლში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება არ გამორიცხეს
მოსკოვში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი ფორმატით სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„რაც შეეხება სამმხრივი ფორმატის განახლებას, გუშინ გესმოდათ განცხადება კიევიდან. ბატონმა კუშნერმა [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა] გააკეთა ასეთი განცხადებები. ჩვენც არ გამოვრიცხავთ ამ სამმხრივი ფორმატის აღდგენას“, - აღნიშნა პესკოვმა.
მან დასძინა, რომ ადგილსა და ზუსტ ვადებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.
პესკოვმა ასევე არ გამორიცხა უკრაინაში „მშვიდობის დაახლოება“ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლების სამშვიდობო ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა.
ტრამპის სპეცწარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერში 5 სექტემბერს მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც პუტინს შეხვდნენ, მეორე დღეს კი კიევში ჩავიდნენ, სადაც მოლაპარაკებები უკვე ზელენსკისთან გამართეს.