მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტთან, სიმეონ ცომოკოსთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ფორუმის მნიშვნელობა და მისი როლი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ საერთაშორისო დიალოგისა და მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი და საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობისგაძლიერების თვალსაზრისით.