„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – კომუნიკაციების კომისია​ ახალ კონკურსს აცხადებს

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – კომუნიკაციების კომისია​ ახალ კონკურსს აცხადებს

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მხარდაჭერით, პირველად აცხადებს კონკურსს „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია მედიაწიგნიერებისმიმართულებით კვალიფიციური ტრენერებისმომზადება, რომლებიც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენებენ და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაში მედიაწიგნიერებისკომპეტენციების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სწავლების, ტრენინგის ჩატარების ან საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება და დაინტერესებულია მედიაწიგნიერებით.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ათი კანდიდატი გაივლის ტრენერთა მომზადების სპეციალიზებულ პროგრამას (Training of Trainers – ToT) და მიიღებს მედიაწიგნიერებისსერტიფიცირებული ტრენერის სტატუსს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწავლების, ან სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, ასევე მედიაწიგნიერებასთანდაკავშირებული ცოდნა ან/და პრაქტიკული გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება მედიაწიგნიერების/ციფრული წიგნიერების მიმართულებით სწავლების, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის, სასწავლო მასალების შექმნისა და სხვადასხვა ასაკობრივ თუ პროფესიულ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სადაც გაეცნობიან განაცხადის წარდგენის პირობებს და წარმოადგენენ რეზიუმეს (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, 2-5 წუთიან სამოტივაციო ვიდეოს თემაზე – „რატომ მინდა, გავხდე მედიაწიგნიერების ტრენერი?“, ასევე, არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატებსა და პროფესიულ პორტფოლიოს.

რეგისტრაციისა და კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ ბმული.