ანა წითლიძე – დღეს გვარამიასთვის არ მცალია, ვიდრე მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა
დღეს გვარამიასთვის არ მცალია, ვიდრე მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს გვარამიასთვის არ მცალია – ქოცები და ბიძინა გვყავს სამიზნედ.
სანამ მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა. თავის მეორე „კარაქიან პურ ბიჭთან“ ერთად.
ამხელა „მერაბ კოსტავას“ კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს – საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ.
მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს“, – წერს ანა წითლიძე „ფეისბუქზე“.