ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა. გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. მან ასევე ილაპარაკა საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები გააცნო. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით.
გიორგი შარაბიძემ მოხალისეებს წარმოუდგინა საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.
შეხვედრების მიმდინარეობისას ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა მეორედ გამართა. საინფორმაციო შეხვედრები ასევე დაგეგმილია ცენტრის მომდევნო ნაკადების მოხალისეებთან.