ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ:

  1. არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  2. დარეგისტრირდებიან და ჩააბარებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდებს (მაგისტრანტობის კანდიდატები ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციას გაივლიან ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge). რეგისტრაციის ვადები (2026 წლის 6 აპრილი - 11 მაისი), გამოცდების თარიღები და სხვა ინსტრუქციები განთავსებული იქნება იგივე ვებგვერდზე);
  3. ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას სპეციალობაში-გასაუბრება (მისაღები გამოცდის თემატიკა გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე);
  4. ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2 (სტანაგის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე - https://mod.gov.ge/ge/page/116/stanag-6001 ან თავდაცვის სამინისტროს შიდა პორტალზე - pd - mil.ge/english-text) ან წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მინიმუმ CEFR B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC, CGSC, WAR COLLEGE და ა.შ.);
  5. სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამებზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  6. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 5 ოქტომბერი

სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან:

  • თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;
  • სახელმწიფო უწყებათა მოქმედი მოსამსახურეები;
  • პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები.