ირაკლი ჭეიშვილი: რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური
გამორიცხული არც ისაა, რომ მისი გარემოცვიდან იყოს შეკვეთილი სტატიები, ხომ? ანუ რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
„ზოგადად, ის სენსიტიური თემები, რაც ჩვენ ქვეყანაში არის - დავით გარეჯი და სხვა ნებისმიერი, რასაც ემოციურად აღიქვამს და უყურებს საქართველოს მოსახლეობა, რატომღაც ყოველთვის პედალირება მაგით ხდება და როცა პოლიტიკაში მოდიან, სენსიტიური თემებით, უნდათ, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
როგორც ცდილობს ასავალ-დასავალი მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეაბილიტაციას ? - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ექსპრემიერის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ, გაზეთში აქტიურად იწერება სტატიები, რომლებიც მმართველი გუნდის შეფასებით, დაკვეთილ კამპანიას ჰგავს.