ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო
დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, ლოგიკურ ჯაჭვსაც კი ვერ ააწყობს ადამიანი, ისეთ ფაქტებსა და მოცემულობაზეა ლაპარაკი.
„დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო. ფაქტობრივად, არაფერზე დაყრდნობით, ჭორაობით, ლოგიკურ ჯაჭვსაც კი ვერ ააწყობს ადამიანი, ისეთ ფაქტებსა და მოცემულობაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, "ასავალ-დასავალისთვის" ესეც საკმარისი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ კამპანიები აეგორებინა.
სამწუხაროა, რომ ასეთი სტატიები, როგორც ჩანს, ხშირად იბეჭდებოდა, თუმცა ზუსტად იმაზე, რომ "ასავალ-დასავალში" გარკვეულწილად შეკვეთილი თუ მიზანმიმართული სტატიები იბეჭდებოდა, ამის შესახებაც ჩემთვის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის პოსტებიდან გახდა ცნობილი. ამიტომ, როგორც ჩანს, თავადვე ასაჯაროებენ, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა მან.
როგორ ცდილობს "ასავალ-დასავალი" მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეაბილიტაციას - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ექსპრემიერის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ, გაზეთში აქტიურად იწერება სტატიები, რომლებიც, მმართველი გუნდის შეფასებით, დაკვეთილ კამპანიას ჰგავს.