რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
„ბუდაპეშტის რუსოფობიურ ლობის მკაცრი და მტკივნეული პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისათვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა დღეს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებს, რადგან ისინი ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ვენის კონვენციას არ შეესაბამებოდა.