ლევან მახაშვილი: ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ გამოქომაგებას ბრიუსელისგან იმ ადამიანების, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს
ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ გამოქომაგებას ბრიუსელისგან იმ ადამიანების, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მახაშვილის თქმით, საქართველოში კანონები მიიღება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად და რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
„ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ვხედავთ გამოქომაგებას ბრიუსელისგან იმ ადამიანების, რომლებიც კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს საპატიმრო დაწესებულებებში.
საქართველოში კანონები მიიღება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად და რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, განსაკუთრებით ბრიუსელს, რომელსაც აქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე, რომ ნაცვლად ხმამაღალი პოლიტიკური, ცარიელი სიტყვების განცხადებებისა, ნუ გაექცევიან სამართლებრივ დისკუსიებს. ჩაერთონ და წარმოადგინონ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
სახელმწიფოს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული, რომ ჩვენ ადრეც და ახლაც მზად ვართ სამართლებრივი დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა მან.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მოთხოვნები უცვლელია. მათ შორის არის კანონების გაუქმება. სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირი გმობს ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას.