გივი მიქანაძე: რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია

გივი მიქანაძე: რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია

რეფორმების ინიცირებიდან და განხორციელების დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არასრული ერთი წელი გავიდა. არ იყო მარტივი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. საზოგადოებამ თქვა, რომ ეს რეფორმები აუცილებელია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გივი მიქანაძის შეფასებით, რეფორმები ემსახურება იმ მიზანს, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია საზოგადოების დაკვეთაზე.

„შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ პირველადი შედეგები უკვე მიღწეულია და უკვე გვაქვს პროგრესი უმაღლესი განათლების სფეროში. ასევე სულ რამდენიმე დღეში, როდესაც საქართველოს 2000-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყება, ვნახავთ, რომ ახალგაზრდებს დახვდებათ სტანდარტული, უკვე ახალი პროგრამითა და მეთოდოლოგიით შემუშავებული სახელმძღვანელოები პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებში.

ასევე ვნახავთ, რომ მაქსიმალური ორიენტირი გაკეთდება იმაზე, რომ მოსწავლე იყოს ინტეგრირებული სასწავლო პროცესში და სწორედ ამიტომ ვზღუდავთ საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონებისა და სხვა გაჯეტების გამოყენებას. ბევრი სხვა ნაბიჯი გადაიდგმება, რომლებიც კიდევ უფრო აამაღლებს ხარისხს და კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საშუალებას დავრწმუნდეთ, რომ ეს რეფორმა მართლაც საჭირო, აუცილებელი იყო და ის საზოგადოების კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული”, - განაცხადა მიქანაძემ.

მან PISA-ს კვლების შედეგებზეც ისაუბრა.

„PISA-ს შედეგებიც ამას ადასტურებს და 2010 წლიდან, რაც საქართველო ამ კვლევებში მონაწილეობს, ასეთი პროგრესი და წინსვლა საქართველოს არასოდეს ჰქონია, რაც იძლევა როგორც ოპტიმიზმის საფუძველს, ასევე კიდევ უფრო ამაღლებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც რეფორმების ხარისხიან და სწორ უზრუნველყოფასა და განხორციელებაში გვაქვს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობითა და მონაწილეობით.

რაც შეეხებათ ოპონენტებს, მათი თითოეული გამოსვლა არის არგუმენტებისგან დაცლილი და ისინი სპეკულირებენ ისეთი საკითხებით, რომლებშიც თავადვე ხშირად იხლართებიან. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას უსმენს, საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული და საზოგადოებასთან ერთად ვატარებთ ამ რეფორმებს“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.