ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები. საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე მისამართზე კომპანია GWP-მ წყალარინების ქსელი შეცვალა.
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტით ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.