გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია უტარდება გურამიშვილის და სანაპიროს ქუჩებზე მდებარე 17 საცხოვრებელი კორპუსის ფასადს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.