შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში თავის პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ საქართველოსთან მიმართებით დაამკვიდროს
თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა იმის, რომ წარმოაჩინოთ თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე და ა.შ. თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, - ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მედიის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილს ლუქსემბურგში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა აპირებს თუ არა ის იმ კრიტიკული განცხადებების გაჟღერებას, რომელსაც ევროკავშირის მიმართ აკეთებს ხოლმე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ის რომ ევროკავშირის ფინანსები იხარჯებოდა ძალადობრივი აქციების დასაფინანსებლად ყველასთვის ცნობილია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ დაგეგმილი ვიზიტები და ამ შეხვედრებზე გავლენას ვერ მოახდენენ ევრობიუროკრატების ის ნაწილი, რომლებიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი.
„ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებაში თავის პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. საკუთარი ილუზიების და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა. ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. ამ ჩიხში ყოფნით ბრიუსელი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს ვინაიდან კონფრონტაციის პოლიტიკა აქვს არჩეული კანდიდატ ქვეყანასთან. იმ კანდიდატ ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომ ჰყავდეს წევრად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სატრანსპორტო გზებზე და ა.შ. და მათ შორის სტრატეგიულ ამოცანებზე ევროკავშირის. ანუ ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროკავშირს აზიანებს თავისი პოლიტიკით საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ შეცვალოს ეს პოლიტიკა და ვინაიდან ისინი აირან ტყვე საკუთარი ილუზიების და აგრესიულ რიტორიკას, აგრესიული რიტორიკით აგრძელებენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი და საუბარი ამაზე, რომ ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელი, რომელიც მათ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით აზიანებს საბოლოო ჯამში კონკრეტული წევრი ქვეყნის და ზოგადად ევროკავშირის ინტერესებს. ამიტომ მიზანი ამგვარი ვიზიტების ეს არის, რომ ჩვენ გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ საქართველოსთან მიმართებით დაამკვიდროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.