ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხები.

კატარის სახელმწიფოს ელჩმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სახელით, ფინანსთა მინისტრს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა.

ყურადღება გამახვილდა საფინანსო, ვაჭრობის და სხვადასხვა სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივაზე.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.