სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დავით გოგნაძე ორიათასი ლარით დააჯარიმა. გოგნაძე სამართალდამრღვევად გამოცხადდა.
1500 ლარით დაჯარიმდა მამუკა ტყაბლაძე.
ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ ხუთასი ლარით დააჯარიმა გიორგი შიშინაშვილი. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა კობა კალაძე.
დუშეთის რაიონულმა და თბილისის საქალაქო სასამართლოებმა განიხილეს დამატებით ორი ადმინისტრაციული საქმე, თუმცა მოსამართლე გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.