ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს
ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
„ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს. შესაძლებელია პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანაც, თუმცა ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს. სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებს და მტკიცებულებებს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
„ასავალ-დასავალი“ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას და ხელისუფლებაზე მიზანმიმართულ შეტევას განაგრძობს. ლაშა ნადარეიშვილმა სტატუსი ამჯერად სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ქრონიკის“ სატელეფონო ზარებს ნადარეიშვილი არ პასუხობს.