მათე ხატიაშვილი ახალ სეზონს სამხრეთ კალიფორნიის აკადემიაში დაიწყებს
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი მათე ხატიაშვილი კარიერას ამერიკის კოლეჯების ლიგაში (NCAA) განაგრძობს. ის ახალ სეზონში სამხრეთ კალიფორნიის აკადემიის ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ მათე აქამდე ესპანური „ბასკონიას“ წევრი იყო. ბასკების ახალგაზრდული გუნდის ლიდერი გახლდათ და ACB ლიგაში ორი მატჩიც ჩაატარა.
მათე ხატიაშვილს საქართველოს ნაკრებში რეგულარულად იწვევს ალექსანდრ ჯიკიჩი. 17 წლის გამთამაშებელს ეროვნულ გუნდში ოთხი შეხვედრა აქვს ჩატარებული.