მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ​ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დროებით დაეკეტა

მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე, საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ​ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დროებით დაეკეტა

მოლდოვისა და უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიშს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოეხმაურა. მისი თქმით, 8 სექტემბრის ღამით ოფიციალური კიშინეუ იძულებული გახდა, საჰაერო სივრცე დაეკეტა.

„გუშინ რუსულმა დრონმა გვაიძულა, დროებით დაგვეკეტა ჩვენი საჰაერო სივრცე. დღეს რუსეთი იმ წერტილებს ურტყამს, საიდანაც ადამიანები მოლდოვაში გადადიან“, – წერს მაია სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს და ოფიციალური კიევისთვის საჰაერო თავდაცვითი უზრუნველყოფა აუცილებელია.

„რუსეთის ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ მიდის – ამიტომ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელია“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ოდესის ოლქში, მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“ იერიში მიიტანა. შემთხვევას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.