ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები, ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისი პარტიამ არჩევნებში მძიმედ დამარცხდა, იუწყება POLITICO.
„რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე ეთნიკური წმენდის სინონიმი“, - აღნიშნა მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
„კვალიფიციური ხელოსნებიდან ყოველ მეექვსეს, უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს. თუ იმ ადამიანებს, რომლებიც გერმანიაში მუშაობენ, კვლავ მოუწევთ ქვეყნის დატოვება იმის გამო, რომ თქვენ „რემიგრაციას“ უჭერთ მხარს, მაშინ გერმანიაში ხელოსნობის სფერო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. მოხუცთა ვერცერთი თავშესაფარი ვერ იფუნქციონირებს, ვერცერთი საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას გერმანიაში და ვერცერთი რესტორანი შეინარჩუნებს თავის ბიზნესს. სწორედ ეს იქნება თქვენი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი. თქვენ იმ პრობლემის ნაწილი ხართ, რომლის წინაშეც გერმანია დგას და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეგიშალოთ ამ გზის გაგრძელებაში.'' - დასძინა მან.
კანცლერის ეს განცხადება საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში AfD-ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოჰყვა. AfD, რომელიც ახლა გამოკითხვებში ყველაზე პოპულარული პარტიაა, პირობას დებს, რომ 2029 წლისთვის დაგეგმილი ეროვნული არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს.