საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია. ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35,793-მა მოქალაქემ, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.

აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.