პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება
ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.
მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოხატვასთან დაკავშირებული დანაშაულების გამო 62 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის TikTok-ის ვიდეოების ყურებისა თუ სოციალურ ქსელში ხუმრობების გამო.
პოლიტიკოსი კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი პარტია „უფლებათა ახალი ბრიტანული კანონით“ სიტყვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.