არჩილ გორდულაძე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის, ეს საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებშია, ამჟამად მიმდინარეობს „ნაცი გახარიებისა“ და „ნაცი ლელოს“ გადარჩენა

არჩილ გორდულაძე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის, ეს საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებშია, ამჟამად მიმდინარეობს „ნაცი გახარიებისა“ და „ნაცი ლელოს“ გადარჩენა

კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ერთი არიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა დავალება გარედან მოვა, ოპოზიცია ისევ შეიკრიბება და განცხადებებს გააკეთებს.

„კარგია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის. ეს მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებში შედის. ამჟამად, მიმდინარეობს „ნაცი გახარიებისა“ და „ნაცი ლელოს“ გადარჩენა. მეორე მხრივ, სუფრასთან კარგი, მსუყე ადგილის დაკავების მცდელობას ვხედავთ. კერძოდ, იმ თანხებთან, რომლის შემოდინებაც საქართველოში კანონის შესაბამისად შემცირებულია. განულებული რომ არიან, ეს დასტურდება რევოლუციური მცდელობების ჩაფლავებით და არჩევნებში ათჯერ დამარცხებით. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ერთი არიან. ცდილობენ, რომ გარე მმართველობა დააბრუნონ. როცა დავალება მოვა გარედან, ეს ადამიანები ისევ შეიკრიბებიან და განცხადებებს გააკეთებენ“, – განაცხადა გორდულაძემ.