გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა

გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სპეციალისტები თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მუშაობის პრინციპებს, მათი საშუალებით მიღებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის მეთოდებს, ასევე მონაცემთა საფუძველზე გეოლოგიური პროცესების შეფასებასა და შედეგების ინტერპრეტაციას გაეცნენ.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, ტრენინგი საველე სამუშაოებსაც მოიცავდა. სააგენტოს სპეციალისტებმა იმ აქტიურ მეწყრულ უბნებზე იმუშავეს, სადაც გეოლოგიური პროცესების მუდმივი დაკვირვებისთვის თანამედროვე მონიტორინგის სისტემებია დამონტაჟებული. პრაქტიკული სწავლების დროს მათ უშუალოდ შეაფასეს მონიტორინგის სადგურების მუშაობა და მიღებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობები.

ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის, მონაცემთა ანალიზისა და შეფასების კუთხით გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს გააძლიერებს.

სწავლება ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების

მხარდაჭერით ჩატარდა.