შალვა პაპუაშვილი დემოგაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. კეთილდღეობა, რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით
სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. კეთილდღეობა, რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის მიმართ კულტურის შემოსვლა, ასევე, ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში გადადის. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ შვილი ჰყოლოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებზე საუბრისას.
მისი თქმით, დემოგრაფიული გამოწვევები მხოლოდ საქართველოს არ აქვს და ეს ზოგადი ტენდენციაა მთელს მსოფლიოში.
„ეს გამოწვევაა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტები არ არსებობს სამწუხაროდ. არის სხვადასხვა პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს, რომ წაახალისოს ოჯახები, რომ წყვილებმა იფიქრონ შვილებზე. მათ შორის ის, რომ ამ ხელისუფლებამ შემოიღო უფასო ბაღები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ფასიანი. სკოლები თავისთავად იყო უფასო და უფასო არის. უმაღლესი განათლება გახდა უფასო სახელმწიფო უმაღლესებში. ასევე, წახალისებები სხვა მხრივ. ჩვენ, მათ შორის პარლამენტი ამ საკითხზე ყოველდღიურად ვმუშაობთ თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმისთვის, რომ წახალისდეს.
საქართველოს სტატისტიკა გვაჩვენებს ერთ საინტერესო მოვლენას, რომ საქართველოში მესამე და ზემოთ შვილის სტატისტიკა არის მაღალი და სტაბილურად მაღალი არის. ეს სტატისტია არის მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ილია მეორემ თავის დროზე დაიწყო პროცესი მესამე და შემდეგი შვილის მონათვლისა. მას შემდეგ ეს სტატისტიკა გაიზარდა და დღემდე არის მაღალი. სამწუხაროდ, დაბალი სტატისტიკა არის პირველ და მეორე შვილზე, რაც აჩვენებს, რომ დაოჯახების რაოდენობა ნაკლებია ან პირველ და მეორე შვილთან დაკავშირებით თავს იკავებენ ან გვიან შეეძინებათ ხოლმე.
ეს ერთ რამეს გვაჩვენებს, რომ მთავარი მოტივატორი და წინაპირობა, მათ შორის დემოგრაფიული პროცესისა არის არა იმდენად სხვადასხვა ეკონომიკურ თუ ფინანსურ პირობებში, არამედ ეს არის მთავარი ადამიანური მოტივაცია, რომ ოჯახს ჰყავდეს შვილი, გაზარდოს და ა.შ. ამას სხვადასხვა მოტივაციები აქვს, როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქსტატმა დღეს 2026 წლის იანვარი-ივნისის დემოგრაფიული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.