ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

„სინანულის“ არ მჯერა. შეიძლება, საკუთარ გადაწყვეტილებებს ყოველთვის გარკვეული ეჭვით გადახედო“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ნანობდა თუ არა ირანთან ომის დაწყებას არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო.

„ეს გადაწყვეტილება თავიდან რომ მქონდეს მისაღები, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი“, - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

ტრამპმა უარყო მოსაზრება, თითქოს მისი ზოგიერთი მხარდამჭერი ომის გამო იმედგაცრუებული ან დემორალიზებულია.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი დემორალიზებულები არიან. ვფიქრობ, ისინი ძალიან ამაყობენ იმით, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ ვაძლევ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ მისი აზრით, ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება.

„ის არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა. ანალოგიური განცხადება მან ოთხშაბათსაც გააკეთა და ირანი დაადანაშაულა, რომ თეირანი ცდილობს გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, რომლებიც განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა ტრამპის რესპუბლიკური პარტია კონგრესზე კონტროლს.