არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერტებულ შტატებტან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას
ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.
„ეს რა თქმა უნდა, განცხადებაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რომ არავითარი სუვერენიტეტის პატივისცემა არ ხდება ამ ქალბატონისგან, იმ არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლისგან, რომელიც ახლა ხელმძღვანელობას ზოგადად ევროკავშირს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, თუ გაწევრდებიან კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირში, მათ ხმის ამოღების, ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდეთ.
ახლა კი, სანამ ევროკავშირის წევრები გახდებიან, მანამდეც უყენებენ წინაპირობებს, რომ საერთოდ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა თურმე, არ უნდა აწარმოონ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციისა, რომ სამწუხაროდ, ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც ცნობილია, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ.