რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

მისი თქმით, ამორალურია, როდესაც ლაზარე ჯორბენაძის ოჯახის ტრაგედიას ადამიანები იყენებენ პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის.

„შემდეგ, როდესაც სხვა პირები ამ ყველაფრის გამოყენებას ცდილობენ საკუთარ პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო მეტად ამორალურია. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა იკადრეს, როგორც ოჯახის პირადი ტრაგედიით სარგებლობა, რაც ნამდვილად ამორალურია, ასევე, ცილისწამებაც. ამ ადამიანების რეალურ სახეს აჩვენებს ეს ყველაფერი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, მისთვის ლაზარე ჯორბენაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია შესაბამისად, სასამართლოშიც მტკიცებულებების გარეშე მივიდა.